სასწავლო პროექტის გეგმა





დინოზავრები-ის სურათის შედეგი

    პროექტის სახელწოდება: დინოზავრის  ნაკვალევზე

2.       პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:  

მოსწავლეები გაეცნობიან დინოზავრების  ეპოქას, ერას, მათ სახეობებს, როგორ გამოიყურებოდნენ  გარეგნულად , რას მიირთმევდნენ, რატომ აღარ  არსებობენ ჩვენს ეპოქაში.

3.       პროექტის  აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმით, რომ  გაეცნონ  უძველეს ეპოქას, დინოზავრების ხანას.  ხელი  შეუწყოს შემდეგი უნარ-ჩვევების განვითარებას:  დამოუკიდებლად მოიძიონ ინფორმაცია,  დახარისხებას, დაჯგუფებას, დაკვირვებას, შთაბეჭდილებების გადმოცემის უნარს, ემპათიის,  პრეზენტაციის  უნარს.

4.       პროექტის მიზანი:  
·         საგანთშორისი  კავშირი ბუნებისმცოდნეობასთან;
·         საგანმანათლებლო ინფორმაციის შეჯამება;
·         ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება;
·         მოცემული ფაქტების, მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება და სათანადო დასკვნების გადმოცემა, ინფორმაციის მოსაძიებლად სხვადასხვა სტრატეგიების გამომუშავება; 
·         მოიძიებს კონკრეტულ   მითითებულ ინფორმაციას;
·         ხელი  შეუწყოს შემდეგი უნარ-ჩვევების განვითარებას: დამოუკიდებლად მოიძიონ ინფორმაცია,  დახარისხებას, დაჯგუფებას, დაკვირვებას, შთაბეჭდილებების გადმოცემის უნარს, ემპათიის,  პრეზენტაციის  უნარს.
·         პრეზენტაციები;               

5.       მონაწილეთა ასაკი:  8-9 წელი

6.       ვადები ხანგრძლივობა:  2კვირა

7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,  რაც შეიძლება შეიქმნას:
·         მოსწავლეები საუბრობენ დინოზავრების მრავალფეროვნებაზე ;
·         მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან;
·         მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს:
·         პრეზენტაციებს დამუშავებულს ფურცლებზე;
·         ფორმატზე ნამუშევარს;
·         სლაიდშოუს;
·         ბუშტებით   და ქაღალდებით  შექმნილ  მაკეტებს;

8.       პროექტებისათვის საჭირო რესურსები:  სახელმძღვანელო, მარკერები, გუაშები, ბუშტები,  ხელსახოცები, ფუნჯები, დაფა,  ფერადი ცარცები, პროექტორი, წებო, კომპიუტერი, კლასგარეშე  ლიტერატურა,  ფოტოები,  ფორმატები და ა.შ.

9.       პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  პროექტი დაიწყო     გამოწვევით,  რაც       მდგომარეობდა     მიზნის      გაცნობაში,     რომ    წინა  გაკვეთილებზე დაგროვილ   უამრავ  კითხვას  გაეცემოდა  პასუხი  სხვადასხვა  ჯგუფების   მიერ წარმოდგენილი  პრეზენტაციებით,  იმუშავებდნენ   მათთვის  საინტერესო  ტესტებზე და ,რაც ყველაზე საინტერესო იყო, ვირტუალურად იმოგზაურებდნენ სათაფლიაზე.                                        აქტივობა 1.       თავდაპირველად დაფაზე დაიწერა ის კითხვები, რამაც განაპირობა პროექტის შექმნა. ეს კითხვები კი დაისვა  ,,ვიცი, მინდა ვიცოდე“ სქემის შევსებისას, რომელიც შესრულდა მასალის ახსნითი ნაწილის პირველ გაკვეთილზე. მოსწავლეები კარნახობდნენ კითხვებს სქემის მიხედვით და დაფაზე იწერებოდა მასწავლებლის მიერ. გაკვეთილის ბოლოს , პრეზენტაციების წარდგენის მერე, კი გადამოწმდა იყო თუ არა ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული. ეს კითხვები კი ასეთი იყო:
·         აღმოაჩინა თუ არა სინამდვილეში პაპა პეტრემ დინოზავრის ნაკვალევი?
·         არის თუ არა ნაწარმოებში მოთხრობილი ამბავი რეალური?
·         რატომ ეწოდა სათაფლია?
·         რამდენი ნაკვალევია აღმოჩენილი?
·         ცხოვრობდა თუ არა ორივე სახის( მცენარეჭამია და ხორციჭამია) დინოზავრი საქართველოს ტერიტორიაზე?
·         რატომ გადაშენდნენ დინოზავრები?
·         სად არის აღმოჩენილი ამჟამად დინოზავრის ჩონჩხი? (სამეგრელოში,სოფ. ინჩხირში)
·         ...და ა.შ.                                                                                                                                                         
აქტივობა. 2. გამოწვევის   შემდეგ   იკვეთება    პრობლემა, განვსაზღვრეთ სასწავლო პროექტის   მიზნები  , ამოცანები,   საფეხურები.    გადავანაწილეთ   თემები,   საკითხები, მოსწავლეები   სვამენ   შეკითხვებს,  აზუსტებენ  დეტალებს.  დამოუკიდებლად ირჩევენ კვლევის მეთოდებს და პრობლემის  გადაჭრის გზებს. ვურჩევ და მივუთითებ ინფორმაციის წყაროებს. ირჩევენ ინფორმაციის წყაროს და ისტ.-ის საშუალებებს.
აქტივობა.3   პრეზენტაციების წარდგენა.
   კლასი დაიყო  4 ჯგუფად. საპრეზენტაციო თემები იყო:
·         ზოგადი ინფორმაცია დინოზავრების შესახებ;
·         მცენარეჭამია დინოზავრები;
·         ხორციჭამია დინოზავრები;
·         სათაფლია.
მოსწავლეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როდის ცხოვრობდნენ დინოზავრები, რით იკვებებოდნენ, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი, როგორ გადაშენდნენ, როგორი იყო კავკასია ამ პერიოდში, რას უწოდებენ ამ პერიოდს, რატომ და როგორ დატოვეს ნაკვალევი დინოზავრებმა სათაფლიის გამოქვაბულთან, რატომ არის ეს ნაკვალევები სხვადასხვა ზომის, რის საფუძველზე სწავლობენ ამჟამად მეცნიერები ამ ცხოველებს, რატომ დაერქვა სათაფლია, ვინ იყო პაპა პეტრე(ჭაბუკიანი), როგორ გამოიყურება ამჟამად სათაფლია და ა. შ.    ასევე წარადგინეს ფორმატზე დამუშავებული მასალები, წარადგინეს ნახატები,  სურათები, პროექტორის დახმარებით ვნახეთ ვიდეომასალა დინოზავრების შესახებ,  უპასუხეს  შეკითხვებს, საიდანაც გამოჩნდა თუ რა ცოდნა და უნარები შეიძინეს მოსწავლეებმა.
შეფასების რუბრიკის მიხედვით შეფასდნენ მოსწავლეები სიტყვიერი კომენტარებით. რუბრიკა    დახაზული   იყო   დაფაზე   და   წინასწარ  გავაცანი.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:                                    ქართული ენა,  ბუნებისმეტყველება,  ხელოვნება,  ისტ-ი.  

ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
·         კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას დისკუსიის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის დროს;
·         ყურადღებით ისმენს სხვათა მოსაზრებებს, არ აწყვეტინებს მოსაუბრეს ლაპარაკს.

ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
·         ამოიცნობს და განარჩევს სასაუბრო ტექსტების სახეებს (აღწერას, თხრობას, დიალოგს...);
·         ამოიცნობს ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას;
·         ახარისხებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას კონკრეტული ნიშან-თვისებების მიხედვით;
·         ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთში ექსპლიციტურად მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის არსებულ ლოგიკურ (მიზეზშედეგობრივ, ოპოზიციურ, სხვ.) კავშირებს;
·         მსჯელობს მხატვრულ ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე;
·         თანამიმდევრულობის დაცვით გადმოსცემს ტექსტების შინაარსს (ვრცლად და/ან მოკლედ);
·         მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და თანამიმდევრულად გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
·         გადმოსცემს არამხატვრული ტექსტების შინარსს ლოგიკური ხაზის დაცვით;
შინაარსის გადმოცემისას ერთმანეთს ანაცვლებს თხრობასა და აღწერას.


ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.

·         ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე აზრის გამოთქმისას/მსჯელობისას ცდილობს მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ასპექტის გამოკვეთას;
·         ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
·         აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
·         უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს;
·         მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში;
·         მონაწილეობს საბავშვო სპექტაკლის ან ზღაპრის განხილვაში;
·         გამოხატავს საკუთარ ემოციებს/განცდებს და ცდილობს მათ ახსნას („გამიკვირდა იმიტომ, რომ...“, „აღვშფოთდი იმიტომ, რომ...“).

·         ბუნ 1.3. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს  სხეულებს| მოვლენებს შორის მსგავსება და განსხვავება არსებითი  ნიშნების  მიხედვით.
·         ბუნ.1.3. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით.
·         ის ტექნ.  1.1  მოსწავლე ფლობს      ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
·         ის ტექნ.1.4.მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
                                                                 
10.   პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი): სოფიო წიკლაური   

11.  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tsiklaurisopio@gmail.com


12.  პროექტის ვებ-გვერდი /  ბლოგი : ict-sopiotsiklauri.blogpost.com

No comments:

Post a Comment