Monday, 23 July 2018

პირადი ჰიგიენა და ჯანმრთელობა



CLIPART HIGIEN-ის სურათის შედეგი


გაკვეთილის  თემა
პირადი ჰიგიენა და ჯანმრთელობა
მნიშვნელობა/აქტუალობა
·         დაიცვან პირადი ჰიგიენა, რადგანაც   იყვნენ  ჯანმრთელებ
·         გაიაზროს ჰიგიენური პროცედურების  ჩატარების აუცილებლობა
მიზნები და შედეგები
მიმართულება:    მეცნიერული კვლევა-ძიება ბუნ.II.1.   მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.                                                                                                      შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                                            • სვამს მარტივ კითხვებს შესასწავლი სხეულის/მოვლენის შესახებ;                                                                                                      • აკვირდება შესწავლის ობიექტს საკუთარი შეგრძნების ორგანოების ან მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით;                                             • უსაფრთხოების წესების დაცვით მონაწილეობს მარტივ პრაქტიკულ აქტივობებში;                                                                         • ამოიცნობს, აღწერს და ახარისხებს სხეულებს ან/და მოვლენებს ილუსტრაციაზე ან რეალობაში;                                             • აგროვებს და ჩაინიშნავს კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო მონაცემებს (ნახატების, პირობითი ნიშნების საშუალებით);                                                                                                      • ეფუძნება პირად მოსაზრებებს ან/და დაკვირვების შედეგებს დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად;                                 • იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას (მაგ. ნახატი, ზეპირმეტყველება                             


შეძლოს პირადი და საერთო სარგებლობის  ჰიგიენის ნივთების განსაზღვრა;   გაიაზროს ჰიგიენური პროცედურების ჩატარების აუცილებლობა. გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების წესი. შეძლოს შეიმუშაოს პირადი და საზოგადოებრივი  ჰიგიენის წესები, ისაუბროს მათიდაცვის აუცილებლობაზე.   

  
გარდა ამისა ,მრავალფეროვანი აქტივობების  სასწავლო სტრატეგისების და დავალებების შეთავაზება
ძირითადი თემატური  ერთეულები
-რა არის ჰიგიენა
-ვიცავთ თუ არა პირადი ჰიგიენის წესებს
-ამოვიცნობთ ჰიგიენის საგნებს
წინარე ცოდნა
იცავენ პირად ჰიგიენას
შეფასების საგანი და  პროცედურები
·         მოსწავლეების შეფასება ხდება აქტიურობისა და მსჯელობის მიხედვით
·         მათ შევაფასებ დაბალი ,საშუალო და საუკეთესო ქულებით
·         სიტყვიერი შეფასება
გაკვეთილის მსვლელობა
·         გამოწვევა: გონებრივი   იერიში      (3წთ)               

-როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს პირადი ჰიგიენა?
-რატომ უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები?

·         პირველი ეტაპი:
·         კლასი იყოფა 3 ჯგუფად და ურიგდებათ წინასწარ მომზადებული საგნები
·         მათ ეძლევათ დავალება -იმსჯელონ და განსაზღვრონ ამ ნივთებიდან რომელი უნდა იყოს პირადი, ხოლო რომლით შეიძლება ისარგებლოს ოჯახის სხვა წევრებმაც
·         პრეზენტატორი თითოეული ჯგუფიდან ხსნის და ასაბუთებს ჯგუფის გადაწყვეტილებას        (10 წთ)  

·         სამუშაოს ასრულებენ სამუშაო რვეულში (8წთ)
-შეავსონ ცხრილი ფერადი ფანქრების გამოყენებით: წითლ;ად გააფერადონ  იმ ნივთის უჯრა,რომლითაც მხოლოდ თვითონ სარგებლობენ,ლურჯად-საერთო  სარგებლობის ნივთები.შეადარონ მეგობრის ნამუშევარს

·         მეორე ეტაპი:
·         კითხვა-პასუხი
-როგორ ფიქრობთ, რატომ არის საჭირო ხელ-პირის დაბანა ხშირად?
-რატომ არის საჭირო შხაპის  მიღება?
-რატომ არის საჭირო კბილების გახეხვა?
·         საკლასო საუბარი
-„პირადი  ჰიგიენა“       (7წთ)

·         მესამე  ეტაპი:
·         მოსწავლეები ინდივიდუალურად ასრულებენ სავარჯიშოებს  სამუშაო რვეულში                                    -მოიფიქრე რომელი ნივთი რისი გასასუფთავებლად არის საჭირო და ხაზით დაუკავშირე შესაბამის სურათს                                                                                            -     მოცემული სიტყვების გამოყენებით  ზეპირად შეავსე წინადადებები                                      (10წთ)


·         გაკვეთილის შეჯამება-შეფასება  (2წთ)


დიფერენცირებული სწავლება



No comments:

Post a Comment